გარდასახვა


                                             ფრანც კაფკა  ,,გარდასახვა’’
იზაბელა არჩუაძის ბლოგი
ფრანც კაფკა ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანულენოვანი მწერალი იყო,იგი პრაღაში დაიბადა  მაგრამ მას თითქის არ უცხოვრია იქ მხოლოდ ბავშობის რამდენიმე წელი გაატარა.ლიტერატურის კრიტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ რომ კაფკას ნაწარმოებებში სადღაც , მაინც იგრძნობოდა პრაღის გავლენა.კაფკას თითქმის ყველა ნაშრომი გერმანულადაა დაწერილი გარდა მისი პირადი წერილებისა.კაფკას მოთხორებიდან მხოლოდ სამი მათგანი გამოქვეყნდა მისი სიცოცხლის პერიოდში დანარჩენი მოთხრობები  მისი გარდაცვალების  შემდეგ გამოქვეყნდა.(მისმა მეგობარმა მაქს ბროდმა გამოაქვეყნა ). ფრანც კაფკას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოთხრობა აღმოჩნდა ,,გარდასახვა’’ ,მოთხრობა პირველდ 1915 წელს გამოქვეყნდა და თავიდანვე დიდი პოპულარობით ისარგებლა.მაქსიმალისტური ფანტასტიკური ლიტერატურა მოიცავს ყველა იმ ტექსტს რომლის მხატვრულ სამყაროშიც ბუნების კანობები ირღვევა,მასში მთავარი ისაა რომ აღწერილი მოვლენები რომლესაც ჩვენ ვეცნობით მთლიანად გამოგონილია ავტორის მიერ,ჩემი აზრით სწორედ ფანტასტიკის ამ ჟანრში შედის ფრანც კაფკას ეს გენიალური მოთხრობა ,, გარდასახვა ‘’.
 ფრანც კაფკას ნაწარმოებები ყოველთვის იყო განხილვის საგანი ლიტერატურულ წრეებში.მეტიც,ავტორის ღრმა ხედვა,რთული,ხშირად ბუნდოვანი სიუჟეტი იშვიათად თუ სწვდებოდა ჩვეულებრივი მკითხველის გონებას,ვგულისხმობ საზოგადოებას,რომელიც არც თუ ისე კარგად იცნობდა ლიტერატურას.
  სწორედ ასეთი ნაწარმოებია ,,გარდასახვა’’. კაფკას ეს ალეგორიული მოთხრობა შეგვიძლია მრავალ ასპექტში განვიხილოთ,თუმცა ყველაზე საინტერესო მისი ფილოსოფიურ ჭრილში განხილვაა.კაფკა აბსურდის მწერალია.გრეგორი ზამზა ერთ მშვენიერ დღესაც იღვიძებს და აღმოაჩენს რომ მწერად გადაქცეულა. რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ადამიანის ასეთი მეტამორფოზა? პასუხი ამ კითხვას არაერთმა ლიტერატურის კრიტიკოსმა გასცა,თუმცა ცხადია ერთ კონკრეტულ დასკვნაზე ვერ შევჯერდებით,რადგან კაფკას ვკითხულობთ.
  ადამიანის არსებობის აბსურდულობა მწერალმა მოთხრობის პერსონაჟის ასეთი შემზარავი ცვლილებით გადმოგვცა.ზამზა,რომლის ცხოვრებაც არაფრითაა გამორჩეული და მხოლოდ საკუთარი მოსაწყენ სამუშაოს ასრულებდა ,მწერად გადაქცევის შემდეგ ოჯახის წევრებისთვისაც საძულველი ხდება,მიუხედავად იმისა რომ,მანამ სანამ მათ ემსახურებოდა ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო. მაგრამ შეგვიძლია დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: იყო კი?!  პერსონაჟის მწერად ქცევამ აუტანელი გახადა ოჯახის წევრებისთვის მათი ერთ სივრცეში არსებობა. არავის სურს დავდრომილ,უსარგებლო არსებას უპატრონოს. კაფკა ამ შემთხვევაში მიგვანიშნებს ადამიანის ბუნების მანკიერებაზე.გრეგორი მხოლოდ იქამდეა ადამიანი,ვიდრე სხვებს შეუძლიათ მისი გამოყენება.
     აღსანიშნავია,რომ პერსონაჟს არათუ ბრაზი არ ერევა ოჯახის წევრების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულების გამო,არამედ პირიქით,სინდისი ქენჯნის,ვინაიდან დაკარგა მისი ცხოვრების ერთადერთი მამოტივირებელი ფუნქცია-არჩინოს ოჯახი,გაისტუმროს ვალები. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილს მხოლოდ თავისი და არ ტოვებს,თუმცა ისიც სიძულვილით ეკიდება დავრდომილი მწერის მოვლას. საბოლოოდ ზამზას მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობა, სიკვდილის ტოლფასი სიცოცხლე ინელებს.
    ავტორმა შემზარავი სურათი დაგვიხატა ჩვენ,მკითხველს ზამზას პორტრეტის სახით. ,,გარდასახვამ’’ მარადიული კითხვები დაუტოვა საზოგადოებას.ეს კითხვები,თავისთავად ეგზისტენციალურია. არის კი ადამიანის არსებობა ისეთივე უშინაარსო ,როგორც ეს მწერის შემთხვევაშია? ჩვენ ვერ ვიტყვით,რომ აბსურდი კაფკას ფილოსოფიაში ამოსავალი წერტილია. ზამზა აბსურდიდან თავს ვერ აღწევს,მეტიც,ამოსავალი წერტილი საერთოდ არ არსებობს. ასეთია მწერლის ხედვა,რაზეც მისივე სიტყვები მიგვანიშნებს :,,ბალზაკის არგნის სახელურზე ეწერა:მე ვტეხ ყველა დაბრკოლებას.ჩემსაზე წერია : მე მტეხს ყველა დაბრკოლება.’’ მიუხედავად,იმისა რომ მწერალი თავად არ თვლიდა თავს ეგზისტენციალისტად,ის სწორედ იმ კითხვებზე ეძიებს პასუხს,რაზეც ეძიებდნენ ლიტერატურის ამ მიმდინარეობის სხვა მწერლები.




;












ბიბლიოგრაფია

Comments